Pages

Thursday, August 21, 2014

ღია წერილი

ზოგჯერ ჩვენ ყველას გვჭირდება სასწაული.
ან უფრო ხშირად, ვიდრე ზოგჯერ. ან ზოგს უფრო მეტად, ვიდრე დანარჩენებს.
სასწაულები სხვადასხვანაირია.
ახლა საღამოა, ან უფრო ღამეა, ალბათ. მაინც ვერ ვხვდები, რატომ ჰქვია 12 საათს შუაღამე, როდესაც ღამე აქედან იწყება?
 ღია ფანჯრიდან ნიავი შემოდის, ვუსმენ ამოჩემებულ სიმღერას. მივყავარ შორს. რომელს? არ გეტყვი, შენ ის წარმოიდგინე, შენ რომელიც გიყვარს ყველაზე მეტად, შენ რომელსაც მიჰყავხარ ყველაზე შორს.
რამდენიმე დღეა ვერაფერს ვაკეთებ სამსახურში. კანით ვგრძნობ, შემოდგომა მოდის.
სულ მგონია, რომ ვერ გავუძლებ ჩიტების გადაფრენას.
იქნებ ამ დროს მჭირდებოდა ყველაზე მეტად სასწაული? და ერთ დღეს გამოვიგონე სასწაული, რომელმაც მერე და მერე უფრო მეტი სასწაული მომიტანა, ვიდრე ველოდი, ვიდრე წარმოვიდგენდი. ნიშნები, დამთხვევები, სიმბოლოები.

შემთხვევით არაფერი ხდება.
და ყოველ წელს, ქარის მოტანილი წერილების დღე მახსენებს, მაჯერებს, რომ ოცნებებიც სრულდებიან.
თვალხილული სასწაული.
ყველაფერი კი ოცნებით დაიწყო.
იყო და არა იყო რა, ერთი პატარა ქვეყნის პატარა ქალაქის პატარა სახლში იჯდა ასევე პატარა გოგო, მაგრამ დიდი მეოცნებე და ფანტაზიორი და ბოთლში ჩადებულ წერილებზე ფიქრობდა, ემოციით დაკავშირებულ ორ ადამიანზე, წერილების ერთი მიმართულებით დინებაზე, უადრესატო და უავტორო წერილებზე და რადგან ზღვისპირა ქალაქში არ ცხოვრობდა, ქარის მოტანილი წერილების დღე მოიგონა.
ხუთშაბათი საღამო იყო. 2010 წელი, ივლისი. კვირა დღე დათქვა. მერე იფიქრა, რომ არაფერი არ გამოვიდა.
მერე გაიგო, რომ ყველაფერი გამოსულა. და იმაზე უკეთ, ვიდრე წარმოიდგენდა. დაწერეს, იპოვეს, შეიყვარეს.
მაშინ თარიღი პირობითი იყო.
4 ივლისი დაემთხვა.
შემდეგი წლიდან 22 სექტემბერი დათქვა და აღარ გადათქვა და არც არასოდეს გადათქვამს. და მას მერე ყოველ 22 სექტემბერს ქარის მოტანილი წერილების დღეა.
იმ პირველ დღეს მივიღე წერილი (სხვა დროს აღარ მიმიღია, და ასეც იყო საჭირო, ის ერთი წერილი უნდა მიმეღო აუცილებლად), რომლითაც ყოველ წელს იხსნება ქარის მოტანილი წერილების დღე:





წვიმისასძლიერი წვიმისას სულ მგონიარომ ვიღაც ახლობელი სველდება... 
სულ... აი, ვინც მაკლიავისაც არ ვიცნობისეთი... 
ვიცვამ მწვანე საწვიმარს და ვეძებ... 
თუ სადმე ნახავთმიცნობს ადვილადასე უთხარითმწვანე საწვიმარირომელიც  ატარებს სისველეს... ეგ მეცმევა... მოვიდეს... 
შუქი მხოლოდ ჩემთან ენთება... კარი ყოველთვის ღიაა... 
ხოდა მოვიდეს...


ზეპირად ვისწავლე უკვე.
მაინც, ყოველ წაკითხვაზე მიწვავს კანს.
შენ რას იზამდი, ეს წერილი რომ მიგეღო?
წერილის ავტორისგან რომ გაგეგო, რომ „ჭეშმარიტება ოცნებაშია“? მისგან რომ გესწავლა, რომ „ნეტარ არიან მეოცნებენი?“...
მე ქარის მოტანილი წერილების დღე ვაჩუქე.
22 სექტემბერი მისი დაბადებისდღის გამო ავირჩიე და აქამდე მხოლოდ მე ვიცოდი, რომ ეს დღე მას ვაჩუქე.
ახლა კი დადგა დრო, რომ გამემხილა, რომ მას ვაჩუქე.


9 comments:

  1. რა ბედნიერია "ის" <3

    ReplyDelete
  2. იდეის ავტორს თავიდანვე ეტყობა რომ პოეზიასთან საერთო ქონდა :) თუნდაც სიყვარული :დ

    ReplyDelete
  3. იდეის ავტორი გამოუსწორებელი მეოცნებე იყო ყოველთვის :)

    ReplyDelete
  4. ოცნებაა ისაა რაც სამყაროს ალამaზებს :) და სულაც არ არის ცუდი

    ReplyDelete
  5. ჭეშმარიტება ოცნებაშია :)

    ReplyDelete
  6. ქარის მოტანილმა წერილებმა ერთი მეგობარი მაჩუქა, რომელიც........

    ReplyDelete
    Replies
    1. იმედია ჩემი წერილი მიაღწევს მასთან :(

      Delete