Pages

Wednesday, September 3, 2014

დამწყებთათვის ანუ სად? რა? რატომ? როდის? როგორ?

რა არის ქარის მოტანილი წერილების დღე?

ეს დღე ყოველ 22 სექტემბერს აღინიშნება და ძალიან მოკლედ რომ დავახასიათოთ, უცნობი ავტორის მიერ უცნობი ადრესატისთვის დაწერილი ხელნაწერი წერილების დღეა.
მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, სიმაღლისა, წონისა, კანის ფერისა, რელიგიური აღმსარებლობისა, სექსუალური თუ პოლიტიკური ორიენტაციისა, მიუხედავად იმისა, რა ენაზე ლაპარაკობს, წერს ან კითხულობს, სად ცხოვრობს ან ახლა სად იმყოფება. მოკლედ, მიუხედავად მიუხედავად და კიდევ ერთხელ მიუხედავად ყველაფრისა, ყველანაირი ნიშნებისა და სტატუსებისა იღებს ფურცელს და სურვილისამებრ პასტას, კალამს, ფანქარს, ბატის ფრთას და წერს ხელნაწერ წერილს, არ უთითებს ვისგანაა, არ უთითებს ვისთვისაა და ტოვებს სადაც თვითონ სურს.
მთავარია, კალენდრების მიხედვით 22 სექტემბერი იდგეს.





პრაქტიკული გზამკვლევი

რამდენი წერილის დაწერა შეგვიძლია? - რამდენიც გაგიხარდებათ.
სად უნდა დავტოვოთ? - სადაც გაგიხარდებათ და სადამდეც ფანტაზია გაგწვდებათ.
როდის უნდა დავიწყოთ წერა? - როდესაც გაგიხარდებათ, მთავარია დატოვებით დატოვოთ 22 სექტემბერს.
ვინ იპოვის წერილს? - ვინმე. ის ერთი და განსაკუთრებული ადრესატი, უცნობი, ვისაც უნდა ეპოვა. ჩვენ გვჯერა და გამოცდილებამაც გვიჩვენა, რომ წერილს აუცილებლად ის პოულობს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ჩვენ ვამბობთ, რომ წერილები თვითონ პოულობენ ადრესატებს.
როგორ უნდა გავიგო, ვინ იპოვა ჩემი წერილი ან ვინაა ჩემი ნაპოვნი წერილის ავტორი? - არ უნდა გაიგო. ეს არის დღე, როდესაც უცნობი წერს წერილს უცნობს და უშლის გულს. თუმცა, სამყარო პატარაა, ინტერნეტი კი დიდი და ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, არაა ძნელი ერთმანეთის პოვნა. მაგრამ სურვილი ორმხრივი უნდა იყოს.
როგორ გავიგო, რომ ჩემი წერილი იპოვეს? - შესაძლოა, ამის შესახებ ჩვენს გვერდზე დაწეროს ვინმემ და რაიმე მინიშნებით იცნო საკუთარი წერილი. ან საერთოდაც ვერ გაიგო, თუ იპოვეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ უპოვიათ. ზოგჯერ რამდენიმე თვის მერეც პოულობენ ხოლმე. წერილი ხომ ხელნაწერია, ერთი ადრესატისთვის დაწერილი, თუნდაც უცნობისთვის და მას შეუძლია არაფერი თქვას და ყველა ემოცია თავისთვის დაიტოვოს. ან იქნებ წლების მერე აღმოაჩინო, რომ წერილი მას უპოვია, ვისაც იცნობ, უბრალოდ არც ერთმა იცოდა, ვისი დაწერილი იყო და არც მეორემ იცოდა, ვინ იპოვა.
რა ენაზე უნდა დავწეროთ? - რა ენაზეც გაგიხარდებათ.
რა შინაარსი უნდა ჰქონდეს? - რაც გულში გაქვს. ერთხელ ვიღაცამ თქვა, გაზიარებული დარდი ნახევრდება, გაზიარებული ბედნიერება კი ორმაგდებაო.
რა ვუყო დანარჩენ კითხვებს, რომელიც გამიჩნდა ამ დღესთან დაკავშირებით? - მოგვწერე facebook-ზე.




ისტორია

ყველაფერი 2010 წელს დაიწყო, თბილისში.
ერთ ხუთშაბათ საღამოს ერთ გოგოს იდეა მოუვიდა და იმ საღამოსვე დააანონსა ინტერნეტში. ინფორმაცია გავრცელდა, ხალხი ჩაერთო და კვირას (მაშინ 4 ივლისი დაემთხვა) ქარის მოტანილი წერილების პირველი დღე შედგა. მაშინ თარიღი პირობითი იყო.
შემდეგი წლიდან თარიღი ზუსტად განისაზღვრა, 22 სექტემბერი დაწესდა და მას შემდეგ ყოველ 22 სექტემბერს ქარის მოტანილი წერილების დღეა.
მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, სოფელში თუ დაბაში მცხოვრები ადამიანები, უცხოეთში მცხოვრები ქართველები და უცხოეთში თუ საქართველოში მცხოვრები უცხოელები. პირველივე წლიდან ქარის მოტანილი წერილების დღე საერთაშორისო დღეა.
პირველ წელს დაახლოებით 100 კაცი იღებდა მონაწილეობას, მეორე წელს 1126, შემდეგ წელს 5646 და ა.შ. თუმცა ეს მხოლოდ იმ ადამიანთა რიცხვია, ვინც facebook event-ზე დააფიქსირა თანხმობა. რეალურად კი მონაწილეთა რიცხვი გაცილებით მეტია, უმეტესობა (ქართველიც და უცხოელიც) იღებს ინფორმაციას ნაცნობისგან, ელოდება 22 სექტემბერს, წერს წერილს, ტოვებს და სულაც არ აფიქსირებს ამას ჩვენს გვერდზე.




რატომ 22 სექტემბერი?    

იმიტომ, რომ ქარის მოტანილი წერილების დღე მას ვაჩუქე, ვინც ეს მომწერა:
წვიმისასძლიერი წვიმისას სულ მგონიარომ ვიღაც ახლობელი სველდება... სულ... აი ვინც მაკლიავისაც არ ვიცნობისეთი... ვიცვამ მწვანე საწვიმარს და ვეძებ... თუ სადმე ნახავთმიცნობს ადვილადასე უთხარითმწვანე საწვიმარირომელიც ატარებს სისველეს... ეგ მეცმევა... მოვიდეს... შუქი მხოლოდ ჩემთან ენთება... კარი ყოველთვის ღიაა... ხოდა მოვიდეს...
წერილი ქარის მოტანილი წერილების პირველ დღეს მივიღე.
დაწვრილებით იხილეთ ღია წერილი



რა მუღამი აქვს?  

აბა რა კითხვაა ახლა ეს? J  
პ.ს. ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება, მითუმეტეს სითბო, რომელსაც გავცემთ. 




დამატებითი წყაროები


7 comments:

  1. ისე და, ქარის მიერ მოტანილი წერილების დღე 22 სექტემბერი რომაა, ქარის მიერ წაღებული წერილების დღედ 23 სექტემბერი რომ გამოცხადდეს არა? :) ასე წერილები ხალხში იტრიალებდა და ერთ დღეს იქნებ ავტორსაც დაბრუნებოდა? რატომაც არა? :)

    ReplyDelete
    Replies
    1. ეს წერილები მათთან რჩება, ვინც იპოვის :)
      მთელი მუღამიც ამაშია. მეტიც, პასუხიც რომ მისწერო მას, ვისგანაც მიიღე, მისამართი არ იცი, ქარს უნდა გაატანო, ან დინებას, რომ მიუტანოს, მაგრამ დინება მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის და როგორც ერთ-ერთ პოსტში ვამბობდი, ასე გაგზავნილ პასუხს ვიღაც მესამე მიიღებს და იფიქრებს მასზე, ვინც დაწერს ეს პასუხი, და მასზეც, ვისაც მისწერეს პასუხი, და იმაზეც, თუ რა ეწერა იმ პირველ წერილში, რომლის გამოც დაიწერა პასუხი და ასე უკვე სამი ადამიანი იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული...
      წერილების უკან დაბრუნება კი, მხოლოდ გულისტკვილის გამოიწვევს :)

      Delete
    2. ეს წერილები მხოლოდ ერთ ადრესატს ეკუთვნის, უცნობს, მაგრამ ერთს.
      პირადი წერილები კი არ შეიძლება ხელიდან ხელში გადადიოდეს :)
      ის კი არადა, რამდენჯერმე ვიმსჯელეთ ამ თემაზე და უმეტესობა იმ აზრზე ვართ, რომ ეს წერილები არც უნდა გამოვაქვეყნოთ.
      მცირე მინიშნებები, ამონარიდები ან ჩვენი ემოცია, კი ბატონო. მაგრამ წერილები კონფიდენციალურია :)

      Delete
  2. didi siamovnebit chavertvebii, <3<3<3 sachemo saqmea <3 <3<3 :):):):*

    ReplyDelete
  3. anu sad unda davtovot es werilebi 22 seqtembers?

    ReplyDelete
    Replies
    1. ^_^ ამ კითხვაზე პასუხი მეორე აბზაცშივე ეწერა.
      სადაც შენ მოგინდება, იქ დატოვებ.
      ქუჩაში, კაფეში, პარკში, ბაღში ან სკვერში სკამზე, რომელიმე უცნობი სახლის ფანჯრის რაფაზე...
      ნებისმიერ ადგილას.
      ზოგჯერ ხეებზეც კი ამაგრებენ ჭიკარტებით, ტანსაცმლის მაღაზიაში ტოვებენ ჯიბეებში, წიგნების მაღაზიებში წიგნებში ჩადებულს.
      ყოველ წელს ახალ რამეებს იგონებებ.
      სადაც შენ გინდა

      Delete