Pages

Friday, June 6, 2014

ქარის მოტანილი წერილების დღე (2012 წელი)

პირველ წელს იდეის მოსვლიდან სამ დღეში აღვნიშნეთ და ას კაცამდე რომ შევგროვდით, სიხარულისგან მიწას ფეხს ვეღარ ვაკარებდი, ბორდიურებზე უფრო ზემოთ დავდიოდი... 


შარშან მეორედ აღვნიშნეთ და რვაასი ადამიანი რომ აპირებდა დაწერას, თავი ზღაპარში მეგონა...

თუმცა შარშან ბევრი წინააღმდეგიც იყო.

წელს ქარის მოტანილი წერილების დღე სამი წლის ხდება. მიხარია ამ გვერდზე შემოსვლა, აქ იმდენი სითბოა. თითოეული თქვენგანის მოლოდინი, ოცნება...

უბრალოდ მინდა მადლობა გითხრათ ყველას.

ეს არაა უბრალოდ მადლობა, ყველაზე გულწრფელი და იცით როგორი მადლობაა? ბავშვს რომ ფერად ბუშტებს ან ნაყინს უყიდიან, რომელსაც შორიდან უყურებდა და ვერც კი ბედავდა ეთქვა, რომ უნდოდა, იმედი რომ არ ჰქონდა, რომ აჩუქებდნენ...

შარშან ჩემს თვალწინ იპოვა ერთმა გოგომ წერილი. რამდენჯერმე წაიკითხა. სიხარულისგან კანკალებდა. მერე ხმამაღლა კითხულობდა ყოველ ფრაზას, ამას ხომ მე ვამბობდი, ჩემნაირია, ეს ფერი მე მიყვარს, ეს სიზმარში ვნახე...
ვხედავდი ამ ადამიანს, მის ემოციას და ვიფიქრე, ვიფიქრე რომ მისი მადლობელი ვარ, რომ დამანახა, თუნდაც ერთი ადამიანისთვის რამხელა სიხარულის მოტანა შეძლებია ამ დღეს.

მინდა ყველას, თითოეულ თქვენგანს გისურვოთ პოვნის სიხარულის, მოლოდინის ასეთი გულისცემა და თითოეულ წერილს ვუსურვო, იპოვოს ის ადრესატი, ვისთვისაც ყველაზე მეტი მნიშვნელობა ექნება.


8 სექტემბერი
2012 წელი 

No comments:

Post a Comment